რეგისტრაცია

"ნათელმხილველები ამბობენ, ადამიანი რა რიცხვშიც იბადება მთელი ცხოვრება ისეთი აქვსო – შენ რა რიცხვში დაიბადე? ციფრი ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ პასუხი

10 Jun 2023, 00:21

11 – მატერიალური ფასეულობები მათ უკანასკნელ პლანზე აქვთ, ისინი, პირველ რიგში, ზრუნავენ საკუთარ სულზე. მათი აზრის მოსმენა ყურადღებით ღირს, რადგან მათი შინაგანი ინტუიცია გააჩნიათ.

12 – ამ რიცხვში დაბადებულებმა ერთიანისგან აიღეს ძლიერი ნებისყოფა, ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და ულევი ენერგია. ორიანისგან კი – შინაგანი ჰარმონია, შესანიშნავი ორგანიზაციის ნიჭი და კომუნიკაბელურობა. „12“ – მთელი კაცობრიობის საკრალური რიცხვია.

13 – ამ ციფრული კოდის მატარებლები მთელი ცხოვრება მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. მათ ცხოვრებაში მუდმივად ხდება რაღაც ცვლილებები: როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურშიც.

14 – არ ეცადოთ რამეში შეზღუდოთ ისინი, თორემ სამუდამოდ გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან. საკმაოდ ფიცხები არიან და სიბრაზეში ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს, თუმცა შემდეგ ნანობენ ამას.

15 – ბუნებისგან დაჯილდოებულები არიან უამრავი ნიჭით. ნებისმიერი სიძნელეები და პრობლემები გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვთ. ძალიან მგრძნობიარენი არიან და მცირე კრიტიკაზეც კი მტკივნეულად რეაგირებენ.

16 – პასუხისმგებელი, ზრდილობიანი, გულუხვი, თავისებურად იდუმალი და დამოუკიდებელი რიცხვია. გააჩნია შესანიშნავი ინტუიცია. წლებთან ერთად უფრო თავდაჭერილი და ფრთხილი ხდება.

17 – გასაოცარია, როგორ ემიჯნება ასეთი ძლიერი ფიზიკური მონაცემები ფაქიზ სულს. გინდათ მათი გულის დაპყრობა? გულწრფელად გამოავლინეთ თქვენი სიყვარული და ალერსი. მათ არ უყვართ სიყალბე და თვალთმაქცობა. მათი დელიკატური ხასიათი ბავშვობიდან ვერ უძლებს კრიტიკას.

18 -ეს ადამიანები მზად არიან ბოლომდე დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები, არამედ მეგობრების უფლებებიც. კონსერვატიულები არიან, იშვიათად ითვალისწინებენ სხვის აზრს.

19 – ნებისმიერი ჩადენილი საქციელი არასოდეს გაივლის მათთვის უკვალოდ – ბედისწერა მუდმივად ყველაფერს ირეკლავს და ათმაგად უბრუნებს. უყვართ სტაბილურობა: ოჯახშიც და პროფესიაშიც.

20 – არ უყვართ მარტოობა. შესანიშნავი ორატორები და ერთგული მეგობრები არიან, სიამოვნებით მონაწილეობენ ღონისძიებებში. უყვართ მუსიკა და ცეკვა, გააჩნიათ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.

21 – ისინი ჩაციკლულები არიან ფულზე. მათგან გამოდიან შესანიშნავი ფინანსისტები, ბანკირები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სტატუსს საზოგადოებაში და ასევე პარტნიორის სტატუსსაც. ცინიკურები და ირონიულები არიან.

22 – ამ რიცხვში დაბადებულებს უყვართ სხვების სწავლა და ეს მშვენივრად გამოსდით. პედაგოგიური და სალექციო სამუშაო მათთვის არის შექმნილი. ისინი ნამდვილი ერუდიტები არიან. ბუნებამ დააკისრა მათ მისია აღმოაჩინონ და აუხსნან სხვებს ყველაზე რთული პროცესები.

აგრეთვე იხილეთ: