რეგისტრაცია

მე ვხედავდი ამ ბიჭების სიკვდილს,მაგრამ....გაზეთით გატენილ გვამებს ატანდნენ. სანდრა რულოვსის მანქანა, ცინკის ყუთით ელოდებოდა ხოლმე. რა ორგანოები გაჰქონდათ, სად მიჰქონდათ, რატომ კვდებოდნენ მაინცდამაინც ახალგაზრდები

10 Nov 2023, 18:35

„სანდრა რულოვსის მანქანა, ცინკის ყუთით ელოდებოდა ხოლმე... რა ორგანოები გაჰქონდათ, სად მიჰქონდათ, რატომ კვდებოდნენ მაინცდამაინც ახალგაზრდები, რატომ იღუპებოდა?

მე ვხედავდი ამ ბიჭების სიკვდილს, მომიწია მონიტორინგის საბჭოში მუშაობა, უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა ნაც, მოძრაობას, სულ მუშტები ვაბრახუნე მაშინ და ჩემი თავი ჩავასმევინე ამ სიაში. იქ უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც მეტ–ნაკლებად ნელ–თბილად იქნებოდნენ განწყობილნი და არ შეიმჩნევდნენ… სად არის კალმახელიძე? ვინ ფარავს კალმახელიძეს და ვინ ინახავს კალმახელიძეს, მაინტერესებს. სად არის კალმახელიძე? ამ ბიჭების სიკვდილი არის კალმახელიძის ხელმოწერით ყველაფერი და ყველა იმ ციხის თანამშრომელს…

მეტ-ნაკლებად ვიღაცები დაიჭირეს, შეიძლება ცნობილი გვარები არ იყო, მაგრამ სად არის კალმახელიძე? მე ვიყავი ერთადერთი, რომელიც გლდანის ციხესთან საშიმშილოდ დავრჩი, ღამე ჩემი ძმა შემომიერთდა, როდესაც კალმახელიძე გადავაყენეთ, მე და იმ პატიმრებმა…

პირდაპირ კლავდნენ, მუცელს უკერავდნენ, ქვიშით და გაზეთით ავსებდნენ და აგდებდნენ კარებიდან. არც ატანდნენ მშობლებს და წიოკის მერე, მშობელი რომ ხელს მოაწერდა, რომ არ იჩივლებდა, გაფატრულ, გაზეთით გატენილ გვამებს ატანდნენ. სანდრა რულოვსის მანქანა, ცინკის ყუთით ელოდებოდა ხოლმე – მე არ ვიცი, დარწმუნებით რაც არ ვიცი, ვერ ვამბობ, რატომ არ გამოძიებულა ციხეების საავადმყოფოებთან, მათ შორის, ე.წ. ტუბ. დისპანსერთან რა მანქანები იდგა, რა ორგანოები გაჰქონდათ, სად მიჰქონდათ, რატომ კვდებოდნენ მაინცდამაინც ახალგაზრდები, რატომ იღუპებოდა? საღ-სალამათი, სპორტსმენი, ჯანმრთელი ბიჭები შედიოდნენ და მერე მშობლებს უგზავნიდნენ გვამებს.

ვიღაცა კითხვის ნიშანს სვამს, არის განსხვავება? მოდი, ნახეთ მიშას ციხეები და ცოტა ხანი იქ დაყავით, მტერს არ ვუსურვებ, მიშასაც არ ვუსურვებ იქ ყოფნას, მიშა იქ 20 წუთიც ვერ გაძლებს, იმ ყროლში, იმ არაადამიანურ პირობებში, როდესაც სთხოვდნენ ექიმს, თავი გვტკივაო, თავში ჩაქუჩს ურტყამდნენ… ფრჩხილებს აძრობდნენ, შემოჰქონდათ შვილის ფოტო და ეუბნებოდნენ, თვალწინ გაგიუპატიურებთო“, – აღნიშნა მოროშკინამ.

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: