რეგისტრაცია

სროლა თბილისში - დაკვებულია თამაზ ელიზბარაშვილის შვილი დაჭრილია ერთი პირი: არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ძაღლის გასეირნებასთან დაკავშირებული შელაპარაკება გახდა

14 Nov 2023, 19:14

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლი თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის შვი­ლი, გუ­რამ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ცი­დენტს, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლია უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე. მან შვი­ლი სა­ბავ­შვო ბაღ­ში მი­იყ­ვა­ნა, იქი­დან გა­მო­სულს კი კონ­ფლიქ­ტი გუ­რამ ელიზ­ბა­რაშ­ვილ­თან მო­უ­ვი­და, რო­მე­ლიც იქვე ძაღლს ასე­ირ­ნებ­და.

დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც მან გვი­თხრა, კონ­ფლიქ­ტის დროს მისი შვი­ლიც და­იჭ­რა.

"რო­გორც ვიცი, ჩემი შვი­ლი დი­ლით ძაღლს ასე­ირ­ნებ­და. გუ­რა­მი 41 წლის არის, პა­ტა­რა კი არ არის, 4 შვი­ლის მა­მაა. ჰყავს ასე­ვე მე­ხუ­თე ოჯა­ხის წევ­რი, იგი­ვე შვი­ლი - პა­ტა­რა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ძაღ­ლი. ეს პა­ტა­რა ძაღ­ლი ჰყავ­და სკვერ­ში ჩაყ­ვა­ნი­ლი. იქ იყო ყა­ზა­ხი, რო­მელ­საც არ მოს­წო­ნე­ბია, რომ ძაღლს ასე­ირ­ნებ­და სკვერ­ში. გუ­რა­მის­თვის უთ­ქვამს, მო­ა­შო­რე აქე­და­ნო. მოკ­ლედ, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, ყა­ზახს ფეხი მო­უქ­ნე­ვია ძაღ­ლის­თვის, ამას მოჰ­ყვა ჩხუ­ბი. ჩემი შვი­ლიც დაჭ­რი­ლია. ფეხ­შია დაჭ­რი­ლი ია­რა­ღით. რო­დემ­დე უნდა იყოს ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც ასე ძა­ლა­დობს ცხო­ვე­ლებ­ზე? კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დად­გინ­დე­ბა. ვი­ღა­ცა ყა­ზახ­მა რა­ტომ უნდა და­მი­წყოს ჭკუ­ის რი­გე­ბა, პლუს ფეხი მო­უქ­ნი­ოს ჩემს ძაღლს... მე ძაღლს ჩემი შვი­ლის­გან კი არ ვარ­ჩევ" - გვე­უბ­ნე­ბა თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე და 236-ე მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: