რას ამბობს კოსტა სანიკიძეზე თავდამსხმელის მამა? – 24 წლის გიორგი გველესიანის მშობელმა პირველი კომენტარი გააკეთა
არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის მოტივი. ბრალდებული მამა, თამაზ გველესიანი აცხადებს, რომ შვილი სახლიდან გაეპარა და პირდად კოსტა სანიკიძეს მისი სანათესაოდანარავინ იცნობს.
„მეც პირველად გავიგე, როგორც თქვენ ხართ გაოგნებული, ისე ვარ მეც და უარეს მდგომარეობაში. ფსიქოლოგიური პრობლემები რომ ჰქონდა, ეს ფაქტია, მაგრამ ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. ვერც მეგობრებში, ვერც სანაცნობოში ვერ ვნახე ვინმე, ვინც იცნობდა ამ პიროვნებას ეკრანის მიღმა…
ასეთ მდგომარეობაში რომ იყო ჩემი შვილი, მე ვიწექი მასთან ოთახში, რომ ყურადღებით ვყოფილიყავი. დილის 6 საათზე ჩამეძინა და გამეპარა სახლიდან. ახლა ადვოკატი ითხოვს ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას”, – განუცხადა თამაზ გველესიანმა “ტვ პირველს”.
აგრეთვე იხილეთ: