რეგისტრაცია

“ეს არის ჩემი ცხოვრების ტრაგედია...მამა მომიკლეს“ – გია ჯაჯანიძე სულისშემძვრელ ინფორმაციას ავრცელებს

09 Dec 2023, 20:14

გამოცდები. ჩვენთან სოფელში თბილისიდან ერთი ცნობილი კაცი ჩამოვიდა, ამ სფეროდან. მამაჩემმა თქვა, წავიდეთ, ვუთხრათ, აცილებლად დაგვეხმარება, ჩემი ნათესავია და თან ერთ კლასში, ერთ მერხზე ვისხედითო.

თან რომ გაიგებს თბილისში ჩახვედი, სად გაგიშვებს, თავისთან გაცხოვრებს, ძმებივით გავიზარდეთო.

მივედით, დაუძახა ამ კაცს და ეზოში რომ შევედით, სახლშიც არ შეგვიპატიჟა. ეს იმ დროს ძალიან გასაკვირი იყო. ამ დროს შევნიშნე, რომ მამაჩემი ძალიან დაკომპლექსდა. ბიჭი წამომეზარდა, თეატრალურში აბარებს, მოვედი, იქნებ დაგვეხმარო, გზა გვასწავლოო, უთხრა. იმან უპასუხა: კი მაგრამ, ამას ჭკუა არ აქვს, შენ რამ დაგიკარგა ამხელა კაცსო, ვინ მიიღებს ამას თეატრალურშიო.

წამოვედით, მე მამაჩემის თვალები აღარასდროს მინახავს. თვალებში ვეღარ მიყურებდა, შერცხვა, მოერიდა, იმედი გაუცრუვდა. დღეში, ყოველ დღე სვამდა 3 ჭიქა არაყს. დადიოდა, მუშაობდა, ოღონდ ფხიზელ მდგომარეობაში არ უნდოდა ყოფნა. 54 წლის გარდაიცვალა, მოეხარშა ღვიძლი და ისე გარდაიცვალა, რომ თვალებში არ შემოუხედავს.

ბედნიერებაა, რომ ის ჩემს დიდ წარმატებას მოესწრო. გავიდა წლები, პირველ არხზე ვმუშაობდი, დირექტორთა საბჭოს წევრი ვიყავი. უკვე ლექციებს ვკითხულობდი თეატრალურში, დისერტაცია დავიცავი, გადასარევად ვიყავი.

ერთხელ სტაჟიორ-ოპერატორები წავიყვანეთ, რომ გაგვეგო როგორ ისწავლეს. ერთ-ერთ ბიჭს გზაში ვკითხე, რა გვარი ხარ-თქო. აღმოჩნდა, რომ იმ კაცის შვილი იყო. სანამ მივედით ტელევიზიაში, ვიფიქრე, რომ საშინელებას ვუზამდი, ვიტყვი რომ არ ვარგა, ვერაფერს აკეთებს და სამაგიერო გადავუხადო, მაგრამ არა.. მივედი და ოპერატორების უფროსს ვუთხარი, ძალიან კარგი ბიჭია, ჩემი ნათესავია, მეც მივეხმარები და.. დღეს ის ტელევიზიაში მუშაობს და არ იცის, რომ მისმა მამამ მოკლა ჩემი მამა“, – ამბობს გია ჯაჯანიძე.

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: