ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად

დაგჭირდებათ:
- 1 თავი საშუალო ზომის ნიორი
- 0,7 ლ. ნატურალური წითელი ღვინო
გაასუფთავეთ ნიორი და დააქუცმაცეთ (სასურველია ხის დაფაზე და ხის საჭყლეტით). ეს მნიშვნელოვანია, რადგან რკინასთან შეხებისას პროდუქტი კარგავს სასარგებლო თვისებებს. ამის შემდეგ გადაიატნეთ ნივრის ფაფა შავი მინის ჭურჭელში და დაასხით ღვინო. ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დადგით გრილ ადგილზე 7-8 დღით.

დღეში 2-ჯერ კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი და 7-8 დღის შემდეგ გადაწურეთ. სითხე მოათავსეთ მინის ბოთლში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
მიღების წესი:
ნაყენი უნდა მიიღოთ 1 ან 2 თვიანი კურსით შეუსვენებლად. დღეში უნდა მიიღოთ 3-ჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე 15 მლ.

ცოცხალი ნივრისგან განსხვავებით, ეს ნაყენი რაც უფრო დიდხანს ინახება, მით უფრო ძლიერდება მისი სამკურნალო თვისებები. ყველაზე სასარგებლო არის 2-3 წლიანი დაძველებით. ასე რომ შეგიძლიათ დაამზადოთ დიდი რაოდენობით და შეინახოთ ცივ ადგილზე.
უკუჩვენება: გასტრიტის და კუჭის წყლულის დროს ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება. ორსულებისთვის და მეძუძურთათვის ალკოჰოლის ნებისმიერი სახით მიღება აკრძალულია. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ნივრიანი ღვინო აძლიერებს მადას.
აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, რათა ისინიც გაეცნონ ამ სასარგებლო ინფორმაციას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!