რეგისტრაცია

„ცნობილი ადამიანის მკვლელობა, კიბერშეტევები, ტერაქტები...“ - ვანგას წინასწარმეტყველებები 2024 წლისთვის

06 Jan 2024, 15:54

2024 წელს ტერორისტული თავდასხმები გაორმაგდება, „დიდი ქვეყანა“ კი (რომელიც არ დააკონკრეტა და საზოგადოებას მისცა „მარჩიელობის“ უფლება), ჯერ გამოცდის, მერე კი, მტრის წინააღმდეგ გამოიყენებს ბიოლოგიურ იარაღს.

კიბერშეტევები - ტერაქტებისა და ბიოლოგიური იარაღის შემდეგ სამყაროს „გენიოსი“ ჰაკერები დაემუქრებიან განადგურებით, რომლებიც მასობრივად შეუტევენ ინფრასტრუქტურის ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიც ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებია, რაც თავის მხრივ, სერიოზულად აზარალებს სხვა ობექტებს და კატასტროფით დაემუქრება მთელ მსოფლიოს.

ცნობილი ადამიანის მკვლელობა -  ვანგამ 2024 წელს ცნობილი ადამიანის იწინასწარმეტყველა, რომელზეც მისივე თანამემამულე განახორციელებს თავდასხმას და რომელსაც დიდი რეაქცია მოჰყვება.

ეკონომიკური კრიზისი - ვანგას მტკიცებით, 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მოუწევს, რისი მიზეზი მზარდი დავალიანება და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია გახდება.

ბუნებრივი კატაკლიზმები - როგორც ჩანს, ის, ვინც ტერაქტებს და ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩება, ბუნებასთან მოუწევს სერიოზული ბრძოლის გამართვა, რადგან მომავალ წელს განსაკუთრებით გახშირდება სტიქიური კატასტროფები.

მედიცინისა და ტექნოლოგიის განვითარება - მეტწილად ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად, მომავალი წელი არც ისე უიმედო იქნება, რადგან ბაბა ვანგას რწმენით, სწორედ 2024 წელს შეძლებენ მედიკოსები მრავალი უკურნებელი სენის, მათ შორის სიმსივნისა და ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობის ახალი და ეფექტური მეთოდების შემუშავებას, მეცნიერები კი, სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ კვანტური გამოთვლების სფეროში. 

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: