რეგისტრაცია

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ორი სუპერ ახალი ამბავი ვრცელდება

17 Jan 2024, 15:22

„კილიან მბაპე მზადაა, პარიზს დაემშვიდობოს. „პარი სენ-ჟერმენი“ კი სატრანსფერო ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადება. ისინი განიხილავენ „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურას, რომელმაც სერია A პირველივე სეზონში დაიპყრო. მას „ნაპოლისთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ არაა დარწმუნებული, რომ იქ დიდხანს დარჩება.

პარალელურად, იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი ფეხბურთელის აგენტები საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის მატჩებზე გაემგზავრნენ, რათა აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრონ.

აგენტები ელიან, რომ კვარაცხელიას ხელფასი 1.3 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზრდება.

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: