რეგისტრაცია

რა მაგარი ამბავია, მივულოცოთ ყველამ! რა შემოთავაზება მიიღო თედო ბექაურმა

07 Feb 2024, 13:27

– დემეტრე და ჩემი მეუღლე. ეს ჩემი პირველი სახლია, რომელიც მთავარი პრიზი იყო. ბინა ბაკურიანში მდებარეობს, დასრულებული და გარემონტებულია, ესეც ძალიან დიდი სტიმული გახლდათ. მექნება ეს ბინა და ხშირად ჩავალ ხოლმე ბაკურიანში.

– თბილისში ორბეთიდან დადიოდი?

– არა, ბინა მაქვს ნაქირავები.

– შენს მშობლიურ ორბეთში რა ხდებოდა, ალბათ თანასოფლელები გამორჩეულად გგულშემატკივრობდნენ.

– ალბათ, ტელევიზიიდან რომ გამოვედი, გვიანი ღამე იყო. მხოლოდ მშობლებს ველაპარაკე.

– თედო, ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრე რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან არსებულ გაუგებრობაზე. ამ ეთერის შემდეგ თქვენ თუ ისაუბრეთ?

– სამწუხაროდ, არა.

– ერთი დღე ზოგჯერ მთლიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ალბათ, შენთვის ეს “ერთი დღე” იყო მაშინ, როცა კლინიკაში თვალის პრობლემაზე მისულს, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი შეგხვდა და მერე იყო “გაღმა ნაპირი”.

– ნამდვილად, მე ამ ადამიანის მადლიერი ვარ.

– როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხარ?

– არ ვიცი, იღბლიანი რამდენად ვარ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ღმერთის წყალობით ხდება.

– წლების განმავლობაში ჩრდილში იყავი.

– ეს იყო ძალიან რთული, არეულ-დარეული და ბურუსით მოცული პერიოდი.

– და დღეს რა ხდება?

– ყველაფერი დალაგებულია და ისე მიდის, როგორც მე მინდა.

– თედო, სოციალურ ქსელში იმასაც წერდნენ, ამ ბიჭს პროექტი მოაგებინეს, ისე კარგად, როგორც ნუცა თოფურია, ვერ ცეკვავდაო. ამ ადამიანებს გინდა, რამე უთხრა?

– აბა, რა ვუთხრა? მგონია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვე, ძლიერი კონკურენტები მყავდა. ვინმე სხვა რომ გამოეცხადებინათ გამარჯვებულად, ჩემს გულშემატკივრებსაც შეიძლებოდა ეთქვათ, ჩაწყობილი იყოო.

– ჩაივლის ეს ემოცია და ცხოვრება გაგრძელდება. რა გეგმა გაქვს?

– კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს თეატრებიდან და ვნახოთ, წინადადებები მიმზიდველია.

– წარმატებას გისურვებ!

– დიდი მადლობა!

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: