რეგისტრაცია

"ვუთხარი, სიმღერას თავი უნდა დაანებო- მეთქი. ისეთი ჭკვიანი ქალი იყო, მითხრა, დავანებებ, აბა, რას ვიზამო..." - ირმა სოხაძისა და რეზო ასათიანის სიყვარულის ისტორია და ოჯახური თანაცხოვრება

22 Mar 2023, 23:57

ცხოვრება აღარ შემიძლია“, არ ყოფილა. როცა ქვეყანას უჭირდა, ჩვენც გვიჭირდა, მაგრამ გაუსაძლისი პერიოდები არ ყოფილა. რაღაცები უნდა დათმო, არაა ტრაგიკული რამეს დათმობა. იმედია, არ ჩათვლიან, რომ ჩვენ აზრს ვინმეს თავზე ვახვევთ, მაგრამ თუ ძალადობას არ ეხება საქმე, უმჯობესია, წვრილმანების გამო არ დაკარგონ ერთმანეთი.

რეზო ასათიანი: ამ თემაზე ლაპარაკი არ შემიძლია, ეს ირმამაც კარგად იცის. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ თუ ისეთი სიტუაცია არაა, რომ მასთან შანსი არაა გაძლო, ჯობია, ოჯახი წვრილმანებისთვის არ დაანგრიო. იმდენად საინტერესოა სიბერეში შვილიშვილების ყურება, რომ ის ბევრად სჭარბობს, იმ წვრილმან სირთულეებს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ხვდება ადამიანს.

როცა უნდა დავოჯახებულიყავით, ვუთხარი, სიმღერას თავი უნდა დაანებო- მეთქი. ისეთი ჭკვიანი ქალი იყო, მითხრა, დავანებებ, აბა, რას ვიზამო. სამი თვის შემდეგ მე ვიდექი ამასთან ერთად სცენაზე და ვმღეროდი. ძალიან ეჭვიანი არ ვყოფილვარ. წვრილმან რაღაცებზე ვეჭვიანობდი, მაგალითად, ვეუბნებოდი, რა და როგორ ჩაეცვა და მიჯერებდა. ხვდებოდა, რომ მართალს ვეუბნებოდი.

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: