რეგისტრაცია

თანამშრომელი იყო. მოულოდნელად გარდაიცვალა… ტირის მთელი სამინისტრო… ამ წუთებში უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა

16 May 2023, 23:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოულოდნელად გარდაიცვალა დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ბესო დევდარიანი.

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი მეგობრის და კოლეგის, დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსის, ბესო დევდარიანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თითოეულ მის კოლეგას ამ უდიდეს დანაკარგს.

ბესო დევდარიანის სახით, დიპლომატიურმა სამსახურმა უმაღლესი რანგის პროფესიონალი დაკარგა.
კოლეგებისთვის ის ყოველთვის დარჩება ერთგულ მეგობრად, საქმისადმი თავდადებისა და მაღალი პასუხისმგებლობის სიმბოლოდ”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

აგრეთვე იხილეთ: