რეგისტრაცია

”ქალი ველოსიპედით მიდიოდა და ტრაილერმა გაიტანა…” – უმძიმესი ტრაგედია ახლახანს დატრიალდა

17 May 2023, 13:27

რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის ავ­ტო­ბან­ზე, კერ­ძოდ რუს­თა­ვი-ფო­ნი­ჭა­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე ავა­რია მსხვერ­პლით დას­რულ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “ინფო რუს­თა­ვი” ავ­რცე­ლებს.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს, რო­მე­ლიც ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ტრა­ი­ლე­რი შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ქალი და­ი­ღუ­პა.

ავ­ტო­ბა­ნის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე არ­სე­ბულ ხიდ­ზე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რის გა­მოც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მის გვერ­დით არ­სე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. ავა­რია სწო­რედ ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ეკი­პა­ჟე­ბი.

ავა­რი­ის გამო მა­გის­ტრალ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­ცო­ბია წარ­მოქ­მი­ნი­ლი.

აგრეთვე იხილეთ: