უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, ყველა ტირის. 1 წლამდე ბავშვი ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი კი...
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა და ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.