“მისმა სილამაზემ მთელი საქართველო აალაპარაკა” – ვინ არის და რას საქმიანობს მიხეილ სააკაშვილის ძმისშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მისმა ძმისშვილმა ელენე სააკაშვილმა მოინახულა.
შევეცადეთ, ელენე სააკაშვილზე ინფორმაცია მოგვეძიებინა.
ელენე სააკაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. შემდეგ წავიდა აშშ-ში, სადაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა.
ამჟამად, ერთ-ერთ კვლევით ცენტრ Atlas Network-ის თანამშრომელია, სადაც კომპანიის განვითარების მენეჯერად მუშაობს.
Atlas Network არის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ატარებს კვლევებს, უზრუნველყოფს გრანტებსა და ტრენინგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლიბერტარიანული ჯგუფებისთვის.