რეგისტრაცია

ვიდეო: „როცა ცეკვაში გრძნობებიც არის“ - ლამის დარბაზი დაინგრა წყვილის ცეკვმ ყველა აღაფრთოვანა..

05 Jun 2023, 23:01

„ვალსი, ტანგო, რუმბა, სამბა, ჩა-ჩა-ჩა“ – ეს სამეჯლისო ცეკვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში პოპულარული გახდა.

ამაში გარკვეული წვლილი გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავებსაც“ მიუძღვის, სადაც პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად პროექტის მონაწილეები სხვადასხვა სახეობის ცეკვებს ასრულებენ.


„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამორჩეული მოცეკვავეები არიან ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მათ მიერ შესრულებულ საერთო ცეკვებს ათასობით ნახვა და მოწონება აქვს. მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ პროფესიონალები არიან.

„სასწაულები ხართ ორივე! გენიალური 👏🔥🙌“, „🔥🔥😍 როცა ცეკვაში გრძნობებიცაა, მაშინ სასწაული იქმნება 😍“, „ატომური ბომბი ხართ ორივე ერთად ❤️❤️❤️“, „ჯულიანაზე მეტად ოთო არავინ გიხდება ❤️🔥🔥 ჯულიანა ნამდვილი სასწაულია  🙌❤️❤️🔥 ორივე ავსებთ ერთმანეთს“ – აღნიშნავენ მათი გამომწერები.

ჯულიანას და ოთოს მიერ შესრულებული ცეკვებიდან განსაკუთრებით პოპულარულია დადიანების სასახლის ზღაპრული საშობაო მეჯლისი, სადაც წყვილმა ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის კომპოზიციაზე საოცრად იცეკვა.

დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა ჯულიანას და ოთოს მიერ შესრულებულმა ცეკვამ „ვენური ვალსი“, რომელიც აჭარის ულამაზესი ხედების ფონზე შეასრულეს.

ჯულიანას და ოთოს ცეკვის სტუდია აქვთ და მსურველებს სამეჯლისო ცეკვების შესწავლაში ეხმარებიან.

აგრეთვე იხილეთ: