რეგისტრაცია

“პატარა ნიკოლოზი ანგელოზებთან გაფრინდა” – რა სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში

06 Jun 2023, 16:24

“პატარა ნიკოლოზი ანგელოზებთან გაფრინდა” – რა სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება ამ წუთებში

აახლახანს 5 წლის ნიკოლოზ ხაჯიშვილი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით, მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და საავადმყოფოში მიიყვანეს. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ხაჯიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

🎙️”პატარა ნიკოლოზი გაფრინდა ანგელოზებთან. ენით აუღწერელი ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში, პატარა ნიკოლოზ ხაჯიშვილი. თამუნა, არ ვიცი, რა შესაბამისი სიტყვები მოვძებნო, რომ ასეთი, შვილებზე გადაყოლილი დედა განუგეშო. არ იმსახურებდი. ჩვენ შენთან ვართ, უნდა გაუძლო. ასეთ დროს მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს – რატომ ღმერთო?” – წერს ნინია ბარამიძე ფეისბუქჯგუფში “This is ლანჩხუთი”.
წყარო – გურია თუდეი / guria today

აგრეთვე იხილეთ: