რეგისტრაცია

"ჩვენ მარტო არ ვართ.... აშშ-ი ფლობს ისეთ "მანქანას", რაც ადამიანის მიერ არაა შექმნილი" - რას ამბობს აშშ-ის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი უცხოპლანეტელებზე

10 Jun 2023, 00:41

"ჩვენ მარტო არ ვართ.... აშშ-ი ფლობს ისეთ "მანქანას", რაც ადამიანის მიერ არაა შექმნილი" - რას ამბობს აშშ-ის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი უცხოპლანეტელებზე

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. ყვე­ლა­ფე­რი კი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც დაზ­ვერ­ვის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა დე­ვიდ გრუშ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ ფლობს ისეთ მან­ქა­ნას, რაც ადა­მი­ა­ნის მიერ არ არის შექ­მნი­ლი.

გრუ­ში აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ა­გენ­ტო­ში, ამო­უხ­სნე­ლი ანო­მა­ლი­უ­რი ფე­ნო­მე­ნე­ბის (UAP) შე­სა­ხებ კვლე­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მი­სი­ვე თქმით, ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ მან­ქა­ნე­ბის შე­სა­ხებ უკა­ნო­ნოდ მა­ლა­ვენ.

ჯო­ნა­თან გრე­იმ, აშშ-ის დაზ­ვერ­ვის ამ­ჟა­მინ­დელ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ა­დას­ტუ­რა "მან­ქა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა“ და და­ა­მა­ტა: "ჩვენ მარ­ტო­ნი არ ვართ“.

უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის მი­მართ გაზ­რდი­ლი ინ­ტე­რე­სი პენ­ტა­გო­ნის მიერ 2021 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მოხ­სე­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­შიც 140-ზე მეტი ამო­უც­ნო­ბი შემ­თხვე­ვა იყო აღ­წე­რი­ლი. მოხ­სე­ნე­ბას მოჰ­ყვა კად­რე­ბის გა­ჟონ­ვა, სა­დაც ასა­ხუ­ლი იყო "ცაში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი". მფრი­ნა­ვე­ბი კი მოწ­მობ­დნენ, რომ ამო­უც­ნო­ბი ობი­ექ­ტი არა­ერ­თხელ და­უ­ნა­ხავთ.

გრუშ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ის მთავ­რო­ბა და თავ­დაც­ვის კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბის ფრაგ­მენ­ტებს ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­დნენ. მი­სი­ვე თქმით, ანა­ლიზ­მა და­ად­გი­ნა, რომ ეს მა­სა­ლა "ეგ­ზო­ტი­კუ­რი წარ­მო­შო­ბი­საა".

"ეს ფე­ნო­მე­ნი რე­ა­ლუ­რია. ჩვენ მარ­ტო არ ვართ“, - და­ა­მა­ტა მან.

გრუ­შის კო­მენ­ტა­რებს NASA გა­მო­ეხ­მა­უ­რა: ”ჩვე­ნი ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი სხვა პლა­ნე­ტა­ზე სი­ცო­ცხლის ძებ­ნაა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­მი­წი­ე­რი სი­ცო­ცხლის შე­სა­ხებ სან­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა“, - ნათ­ქვა­მია NASA - ს სპი­კე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

აგრეთვე იხილეთ: