რეგისტრაცია

“5 წელიწადში მოვკვდები ვფიქრობდი, როგორ იქნებიან ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი…” – სანდრა რულოვსის უმძიმესი აღიარება

10 Jun 2023, 20:09

სხვა

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პირ­ვე­ლი ლედი:
პირ­ვე­ლი ლე­დის სტა­ტუ­სი 2004 წლის 4 იან­ვარს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან თბი­ლად მი­ი­ღო ქარ­თულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე ჰო­ლან­დი­ე­ლი რძა­ლი, იმ­ჟა­მად წყვილს პირ­ვე­ლი შვი­ლი – ედუ­არ­დი უკვე ჰყავ­და.

სან­დრა რუ­ლოვ­სი ყო­ველ­თვის რჩე­ბო­და იმ პირ­ველ ქალ­ბა­ტო­ნად, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს უყ­ვარ­და, და­ნარ­ჩენს კი ნაკ­ლე­ბად აღი­ზი­ა­ნებ­და.

მის­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ჭორი იყო, რო­დე­საც ბო­რო­ტი ხმე­ბი ალა­პა­რაკ­დნენ, რომ ის ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბის ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ამ შემ­ზა­რა­ვი ჭო­რის ხალ­ხის დიდ ნა­წილს არ სჯე­რო­და.

ამის თა­ო­ბა­ზე სან­დრა რუ­ლოვ­სი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და: “ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი… ხალ­ხი დღემ­დე მე­კი­თხე­ბა, რა­ტომ არ შე­გაქვს სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო­შიო, რაში დავ­კარ­გო დრო, ხუთი ექ­ვსი თვე, რომ ქარ­თუ­ლი მე­დი­ით და­ვამ­ტკი­ცო სი­მარ­თლე? – ვი­ღა­ცებს დღემ­დე სჯე­რათ და ეს მა­წუ­ხებს ძა­ლი­ან, სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია”.

2009 წელს სან­დრა რუ­ლოვ­სის ძა­ლის­ხმე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ბოს სკრი­ნინგცენ­ტრე­ბი გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც დღემ­დე სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქა­ლებს, რამ­დე­ნი­მე სა­ხის კი­ბო­ზე ანა­ლი­ზე­ბი უფა­სოდ ჩა­ი­ტა­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა იმ­ჟა­მინ­დელ პირ­ველ ლე­დის პი­რა­დად შე­ე­ხო.

“2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში სკრი­ნინგზე რომ მი­ვე­დი, მა­მოგ­რა­ფია გა­და­მი­ღეს, ასის­ტენ­ტმა მი­თხრა, დე­ზო­დო­რან­ტი ხომ არ გა­მო­გი­ყე­ნე­ბია ამ დი­ლას, რა­ღაც არ მომ­წონ­სო. მერე თქვა, რომ ონ­კო­ლოგ­თან ერ­თად შევ­ხე­დო­თო, პა­ტა­რა წერ­ტი­ლე­ბი იყო ერთ ად­გილ­ზე მარ­ჯვე­ნა მხა­რეს. მი­თხრეს, ევ­რო­პა­ში მა­ინც გა­და­ა­მოწ­მეო. უცხო­ურ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შემ­დეგ მი­ვე­დი ექი­მი ქარ­თვე­ლი იყო, ვთხო­ვე ყვე­ლა­ფე­რი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. გა­სინ­ჯვის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მქონ­და ნუ­ლო­ვა­ნი სტა­დია, მაგ­რამ ძუ­ძუს მოკ­ვე­თა მირ­ჩი­ეს, რად­გან წი­ნას­წარ არა­ვინ იცო­და, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი.

მა­შინ დე­დამ მი­თხრა, შენ რა­ტომ და­გე­მარ­თა და მე არაო. ეს იყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე მო­სას­მე­ნი. ამიხ­სნეს, რომ მკერ­დის მოკ­ვე­თის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­თე­ზის გა­კე­თე­ბა. ეს ზუს­ტად ის ზა­ფხუ­ლი იყო, სტინ­გი რომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. კონ­ცერ­ტი საქ­ველ­მოქ­მე­დო იყო და მა­შინ ვთქვი, რომ ძუ­ძუს და საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ქა­ლებს დავ­ხმა­რე­ბო­დით.

ოპე­რა­ცია ამე­რი­კა­ში გა­ვი­კე­თე, მამ­შვი­დებ­დნენ, მპირ­დე­ბოდ­ნენ რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­მი­ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე. ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო თა­ვი­დან, ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე და გა­დავ­ლა­ხე. მე მგო­ნია, რომ ამ ამ­ბავ­მა უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა. ძუძუ რომ უნდა მო­იკ­ვე­თო, ეს არის ბომ­ბი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ვფიქ­რობ­დი, 5 წე­ლი­წად­ში მოვ­კვდე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბა ნი­კო­ლო­ზი, ედუ­არ­დი, რას იზამს ჩემი ოჯა­ხი.

აგრეთვე იხილეთ: