რეგისტრაცია

4 მათგანი გარდაიცვალა, ერთს კი 5 დღეა ეძებენ – უმძიმესი ინფორმაცია, 2 დღეში მთასავით ბიჭები დაიღუპნენ

05 Jul 2023, 20:02

უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა. ბოლო 2 დღის განმავლობაში საამაყო შვილები დაკარგა ჩვენა ქვეყანამ. თხოვნაა ყველამ მივუსამძიმროთ ოჯახს.

სოციალურ ქსელში “ფეისბუკის” მომხმარებელი თორნიკე მრევლიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ნიუ-იორკში რამდენიმე საათის ინტერვალით სამი ქართველი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა.

“დღეს ნიუ იორკში რამოდენიმე საათის ინტერვალით 3 ჩვენი ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა, მამუკა შონია, მამუკა მღებრიშვილი, ზვიად შერვაშიძე… წარმოუდგენელი რამ ხდება… ვინც ვიცით რაც ხდება მათთვის განსაკუთრებით ძნელია ამის ატანა…” – წერს მრევლიშვილი.

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, ნანული შავშიშვილი გარდაიცვალა. ქალი მანამდე კლინიკაში, ინსულტით იყო მოთავსებული.

კიდევ ერთმა უტკბილესმა ემიგრანტმა დატოვა მიწიერი ცხოვრება. შვილებს ენატრებოდი… ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ ამ ტკივილს. შვილებსაც არ ეუბნებიან, რომ გაუფრთხილდნენ არა და ძალიან მძიმე გზაა სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა, ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში. ნათელში იყოს შენი სული უთბილესო და უკეთილშობილესო, საოცარო ქალბატონო,“ – წერს შოთო სიხარულიძე.

“კიდევ ერთი ცუდი დღე გათენდა და კიდევ ერთი ძმა დავკარგეთ 😞 შეიძლება ბევრი არიცნობდით ეს ბიჭი არის ლაშა კურტანიძე ( lasha kurtanidze ) ნამდვილი ვაჟკაცი ბიჭი მოსიყვარულე მაგარი ადამიანი მაგარი მეგობარი მაგარი მამა და მაგარი პიროვნება სამწუხაროდ ლაშა დავკარგეთ და გვატკინა გული ყველას 😢 ნათელში იყოს ჩემო ძმაო შენი ლამაზი სული 😞 დატოვა ულამაზესი ოჯახი პატარა შვილები 😔 ვუსამძიმრებ ლაშას ოჯახს მეგობრებს და ახლობლებს ამ უზარმაზარ ტკივილს …… ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი დავკარგე უკვე ლაშა ჩათვლით და ყველას გთხოვთ მეგობრებო ფრთხილად იარეთ არაქვს აზრი ვისი ბრალი და რა როგორ იყო როცა უკვე ფატალურ შედეგებამდე მიდის საქმე აღარაფერია ამის საშველი …. ყველას მშვიდობით სიარულს გისურვებთ და უფალი გფარავდეთ ყველა რაიდერს და ყველა მძღოლს ვიმც სახლიდან გამოდის და გზას ადგება 🙏” – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.

ავარია თბილისში, მახათას აღმართზე გუშინ მოხდა.

თბილისში მე-5 დღეა, 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობელი ავრცელებს.

ახლობლების ინფორმაციით, გურამ კინწურაშვილი სახლიდან პარასკევ საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოებში, პოლიციაც არის ჩართული.

აგრეთვე იხილეთ: