რეგისტრაცია

საოცარი ამბები ხდება ლევან კბილაშვილის საფლავზე, პატარა გოგონა მოვიდა და… – ვერ წარმოიდგენთ რა ხდება ლევანის საფლავზე

26 Jul 2023, 22:08

მომღერლის დედამ, მელიტა ფურცელაძემ, “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში შვილთან დაკავშირებული გეგმა გათქვა. მალე კბილაშვილების სახლში გამოიყოფა ოთახი, სადაც ლევანის პირადი ნივთები განთავსდება და ეს სივრცე მომღერლის მუზეუმის სახეს მიიღებს.

მელიტა ფურცელაძე: ჩვენ კერძო სახლში ვცხოვრობთ და ეზოში ერთი შენობა გვქონდა გაურემონტებელი. მალე დასრულდება რემონტი და გვექნება სივრცე, სადაც ლევანიკოს მუზეუმს მოვაწყობთ.

იქ განვათავსებთ მის ნახატებს, საკონცერტო სამოსს, პირად ნივთებს, რომელიც მოსკოვიდან ჩამომივიდა და ჯერჯერობით ძალა არ მეყო, რომ გამეხსნა და დამეთვალიერებინა მისი ნივთები. იმ ყუთს ვერ ვეკარები… ვუფრთხი, თავს ვარიდებ…

ბევრი ნივთი აქვს, რაც უნდა შევინახოთ და ამ სივრცეში უნდა იყოს განთავსებული.

კვირა არ გავა, ლევანიკოს მეგობრები არ მოვიდნენ ჩვენთან სახლში, საათობით სხედან მის საფლავზე. არ ვიცი, მე რამხელა გულისტკივილი დაუტოვა ამ ბიჭმა ირგვლივ ყველას და მის სამეგობროს. ვერ ვხდები, როგორ შეიძლებოდა ასე ჰყვარებოდათ და გაგიჟებულიყვნენ ლევანის ამ მდგომარეობით. ერთი მეგობარია დათო, რომელმაც თქვა, ხანდახან რეალობას თვალს რომ ვუსწორებ, თუ სხვა რამეზე დროულად არ გადავერთე, შეიძლება გავგიჟდეო. ასე განიცდიან…

და ამიტომაც, როდესაც ლევანის მუზეუმი გაკეთდება, მის ბიჭებს და არა მხოლოდ მათ, ამ სივრცეში შეეძლებათ დასხდომა, საუბარი და ლევანიკოს გახსენება…

ორიოდ დღის წინ, ლევანის საფლავზე პატარა გოგონა მოვიდა, შეიძლება სანთელი დავანთოო? – მკითხა. კი, რა თქმა უნდა-მეთქი. შეიძლება ჩაგეხუტოთო? მკითხა და ჩემეხუტა. არ ვიცნობდი, მაგრამ ცუდ ხასიათზე რომ ვარ, მოვდივარ და აქ ვჯდებიო, მითხრა. ხშირად მოვდივარო.

აგრეთვე იხილეთ: