რეგისტრაცია

❗❗ რაჭაში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს , მათ შორის, ერთი ბავშვია

04 Aug 2023, 11:17

„კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი, ვრცელდება ინფორმაცია, კიდევ 3 ცხედრის შესახებ, მათ შორის, ერთი ბავშვია“ – გელა მთივლიშვილი

რაჭაში კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

ამ დრომდე სულ 6 ცხედარია ნაპოვნი. 35-მდე ადამიანთან კონტაქტის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, გუშინ შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი ფაქტობრივად სრულად გაანადგურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სტიქიის ზონიდან სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი.

აგრეთვე იხილეთ: