რეგისტრაცია

"ტა­ლა­ხი­დან გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი ამოჰ­ყავთ, კუ­რორ­ტუ­ლი პო­ზი­რე­ბა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, არ მგო­ნია სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი"- გიორგი კეკელიძე

06 Aug 2023, 00:22

"ტა­ლა­ხი­დან გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი ამოჰ­ყავთ, კუ­რორ­ტუ­ლი პო­ზი­რე­ბა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, არ მგო­ნია სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი"- გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორს, მწე­რალ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე რა­ჭის ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"გლო­ვას ვე­რა­ვის და­ა­ძა­ლებ, ჭარ­ბი მო­რა­ლიზ­მი ხომ მძაგს და მძაგს - ადა­მი­ა­ნი უც­ნა­უ­რი არ­სე­ბაა - მეც და შენც, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე მძი­მე წუ­თებ­შიც კი სხვა­გან გაგ­ვექ­ცეს და გაგ­ვაქ­ცი­ოს ფიქ­რმა - ამი­ტო­მაც მძულს ბრძნუ­ლი მიმ­თი­თებ­ლო­ბა, მაგ­რამ მა­შინ, როცა შენს ქვე­ყა­ნა­ში ტა­ლა­ხი­დან გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი ამოჰ­ყავთ, ის­ტე­რი­უ­ლი კუ­რორ­ტუ­ლი პო­ზი­რე­ბა და მყვი­რა­ლა ქე­ი­ფე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, არ მგო­ნია სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი. შე­იძ­ლე­ბა ძველ­მო­დუ­რია ჩემი ეს შე­ნიშ­ვნა, მაგ­რამ მე მა­ინც ამ მო­დის კა­ცად დარ­ჩე­ნა მირ­ჩევ­ნია" - წერს კე­კე­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 17-ია.

აგრეთვე იხილეთ: