რეგისტრაცია

სკანდალური ინფორმაცია‼️ გაავრცელეთ სასწრაფოდ‼️ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას ტოვებს - სააკაშვილისა და საქართველოს გზები, შესაძლოა, სამუდამოდ გაიყაროს

24 Oct 2023, 16:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია. აღნიშნულის შესახებ გელბახიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, სააკაშვილი პოლიტიკაზე უარს საერთოდ ამბობს, თუ კონკრეტულად ამ მომენტში, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ადვოკატი პასუხობს, რომ თუკი, ყოფილი პრეზიდენტი „ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნდება, მისი არეალი იქნება უკრაინა და არა საქართველო“.

„სუსტად არის, ერთადერთი გეგმა აქვს, რომ ჯანმრთელობას მიხედოს, პოლიტიკური გეგმები მას არ გააჩნია, პირიქით, ამბობს, რომ პოლიტიკასთან ამ ეტაპზე არანაირი კავშირი არ სურს. ის ძირითადად, წევს. საუბრის უნარი როგორ არ აქვს, მიცვალებული კი არ არის, სააკაშვილია, მაგრამ იმის აჩრდილი არის, რაც იყო, წოლით რეჟიმშია, მალე იღლება, ვერ საუბრობს იმ ტემპით, როგორც საუბრობდა, მოდუნებულია, ამდენი წამალი და პროცედურები ნებისმიერ ადამიანს დაასუსტებდა. სააკაშვილი აღარ გამოიყურება ისე, როგორც იცნობდით, უკვე სულ სხვა ადამიანია...

დამიკონკრეტა, ჩემთან თქვა, თუ ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნდება, მისი არეალი იქნება უკრაინა და არა საქართველო. მან თქვა, რომ როგორც შეეძლო, მთელი ცხოვრება ქართველ ხალხს ემსახურა, ახლა გადადგა ნაბიჯი და ჩაჯდა ციხეში და ესეც ქართველი ხალხის გამო გააკეთა, ვინაიდან დიდი ნაწილი ითხოვდა - ჩამოდი, ჩამოდიო, ზოგი მშიშარას არქმევდა, ზოგი სხვა იარლიყებს აწებებდა. მან მითხრა, ეს ნაბიჯიც კი გადავდგი, ჩემი სიცოცხლე დავაყენე საფრთხის ქვეშ, რომ ქართველ ხალხს არ მისცემოდა იმის თქმის უფლება, რომ რაღაცას გავურბოდი, ან მეშინოდაო“, - განაცხადა გელბახიანმა

აგრეთვე იხილეთ: