რეგისტრაცია

PHOTO: სოციალურ ქსელში ხვიჩას აქამდე უცნობი, ბავშვობის ფოტოები ვრცელდება

12 Nov 2023, 00:43

PHOTO: სოციალურ ქსელში ხვიჩას აქამდე უცნობი, ბავშვობის ფოტოები ვრცელდება

პატარა ქვეყნის, ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი სპორტულ სამყაროს იპყრობს. ქართული, ძველად წარმოსათქმელი გვარი მსოფლიოს ყველა მხარეში აიტაცეს, ისწავლეს და დარწმუნებულიც ვართ, სამუდამოდ ემახსოვრებათ.

ხვიჩას წარმატებას ეხმიანება როგორც ქართველები, ასევე მსოფლიო ლეგენდები. მოედნიდან მიღებული ემოციების შემდეგ, ხვიჩას ოჯახის ახლობელი მისი პირადი სივრცის რამდენიმე დეტალსაც გვიზიარებს.

მაკა ლუკავამ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა:

"ეს რა შვი­ლი აჩუ­ქეთ მსოფ­ლი­ოს, ჩვენ ხომ მთლად გადაგვრიეთ. დიდი და პატარა ფეხბურთისკენ მობრუნდა...“

"მაკა, გაიხარე შენი შვილების წარმატებით. მადლობა გადაეცი ხვიჩას, ვამაყობთ მისით...“

"მადლობა, თქვენ ქალბატონო, საქართველოს ასეთი შვილი რომ აჩუქეთ. გიწინამძღვროთ მაცხოვარმა“,- წერენ სოციალურ ქსელში.

PHOTO: სოციალურ ქსელში ხვიჩას აქამდე უცნობი, ბავშვობის ფოტოები ვრცელდება



აგრეთვე იხილეთ: