რეგისტრაცია

ოთახის მცენარეებისთვის სასუქს არა მაღაზიაში, არამედ აფთიაქში ვყიდულობ. გიზიარებთ პირად გამოცდილებას

13 Dec 2023, 14:39

ოთახის მცენარეები ზამთარშიც აქტიურად აგრძელებენ ზრდასა და განვითარებას. თუ გსურთ, რომ თქვენმა ყვავილებმა გაგახარონ უხვი და ხანგრძლივი ყვავილობით პერიოდულად უნდა მიაწოდოთ სასუქი. ძვირადღირებული სასუქების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენეოთ ბიუჯეტური პროდუქტებით მომზადებული საშუალებები, რომლებიც სამკურნალოცაა და მკვებავიც.

ამჯერად, გთავაზობთ ქიმიური მედიკამენტების ბაზაზე მომზადებული სასუქის რეცეპტს. სასუქი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ოთახის მცენარის მოსარწყავად,  განსაკუთრებით სასარგებლოა დეკემბერას უხვი ყვავილობის სტიმულირებისთვის.

დეკემბერა, იგივე საშობაო ყვავილი, იგივე შლუმბერგერა, ულამაზესი და ძალიან მარტივად გასახარებელი სუკულენტია. არ უყვარს ხშირი მორწყვა და შესანიშნავად გრძნობს თავს გრილ და ნათელ ადგილას, მაგრამ მზის მწველ სხივებს უნდა მოარიდოთ.  ნიადაგი უნდა შეურჩიოთ ქვიშიანი. არ უყვარს ადგილის შეცვლა, განსაკუთრებით ყვავილობის დროს.

სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 1,5 ლ
  • ასპარკამი 1 აბი (0,5 გრ-იანი)
  • ლარიგამა 1 ამპულა

ასპარკამის შემადგენლობაში შედის აქტიური ნივთიერებები, კალიუმი და მაგნიუმი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობს ფესვთა სისტემის ფორმირებასა და განვითარებაში.

ლარიგამა არის B ჯგუფის ვიტამინებზე დაფუძნებული პრეპარატი, რომელიც ასევე აუცილებელია ფესვებისა და ახალი ფოთლების ზრდისათვის.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ასპარკამის აბი დაფშვენით და ლარიგამასთან ერთად გახსენით წყალში. სასუქი დაასხით უშუალოდ ფესვებზე და ერთ მცენარეს მხოლოდ 200 მლ. შეგიძლიათ შეასხუროთ ფოთლებზეც.

სასუქი გამოიყენეთ 2-3 თვეში ერთხელ. პირველივე გამოყენების შემდეგ დეკემბერა აქტიურად დაიწყებს ზრდას. ფოთლები უხდება უფრო ელასტიური, ხასხასა და გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ გაუზიაროთ მეგობრებს

აგრეთვე იხილეთ: