ხალხური მედიცინა: ღვინო ნიორთან ერთად
![]()
ნიორი უკვე საუკუნეების მანძილზე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მისი სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ამ პროდუტში არის 70-ზე მეტი ნივთიერება რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს, აქვთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და ამაგრებენ გულის კუნთს. ნიორი კარგად კომბინირდება ისეთ პროდუქტებთან, როგორიც არის: ლიმონი, რძე და წითელი ღვინოც კი. დღეს სწორედ წითელი ღვინის და ნივრის სასარგებლო თვისებებზე გესაუბრებით.
წითელი ღვინო მოქმედებს ორგანიზმზე როგორც კარდიოპროტექტორი. მისი მცირე დოზებით მიღების სასარგებლო თვისებები მეცნიერულად არის დამტკიცებული. ნივრის და ღვინის ნაზავი აძლიერებს ორივე პროდუქტის სასარგებლო თვისებებს. მხოლოდ ამ სამკურნალო ნაყენის მომზადებისას არის საჭირო აუცილებლად ნატურალური ღვინის გამოყენება.

ღვინის და ნივრის ნაყენის სასარგებლო თვისებები
ეს საშუალება დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლოდ საჭირო ყველა სისტემაზე:
- ამაგრებს იმუნიტეტს;
- არეგულირებს არტერიულ წნევას;
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
- წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას;
- ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გაჩენის რისკს;

- გამოყავს ორგანიზმიდან შლაკები, ტოქსინები და მარილები;
- ანადგურებს დაავადებების გამომწვევს ბაქტერიებს;
- ხსნის ანთებით პორცესებს, განსაკუთრებით გინეკოლოგიის კუთხით;
- დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.