მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, ონის მერია დაარბია და ინვენტარი დააზიანა

„მთის ამბები“ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს – მარიტა გუტაშვილმა, რომლის და-ძმაც და ოჯახის კიდევ 7 წევრი შოვში სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა, ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა. ინციდენტის ნაწილს ონის მერი სერგი ხიდეშელი საკუთარი ტელეფონით იღებდა.