რეგისტრაცია

„საცოდაობა ტრიალებს… ცოლ-ქმარია დაღუპული“ – უმძიმეს ავარიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

21 Dec 2023, 00:44


სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაღუპულები არიან 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი.

ისინი ტრაგედიის ადგილთან ახლოს ცხოვრობდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში დღეს საღამოს მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ ქვეითად მოსიარულე ცოლ-ქმარს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

აგრეთვე იხილეთ: