რეგისტრაცია

(საშინელი კადრები) კაცმა მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა ჩა­ქუ­ჩით, და­ნი­თა და სახ­რახ­ნი­სით სცა­და, პროცესს კი მობილურით იღებდა – უმძიმესი შემთხვევა საქართველოში

05 Jan 2024, 19:11

პირველი კადრები ქმრის მიერ დაჭრილი ქალის საქმიდან – “ტვ პირველმა” გურანდა აბულაშვილის საქმის მასალები მოიპოვა. კადრები, რომლებიც საკმაოდ მძიმე საყურებელია, უკვე თვეებია დევს საქმეში, თუმცა სასამართლოში საგამოძიებო უწყებას ეს კადრები არ წარუდგენია.

ცნობილი ექიმის წამებას, რომელსაც ქმარმა 38 ჭრილობა, დანის გარდა, სახრახნისითაც მიაყენა, ირკვევა, რომ მოძალადე მობილური ტელეფონით თავად იღებდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ემუდარება ქალი ქმარს, რომ ჩაკეტილი კარი გააღოს, რომ სხვა ოჯახის წევრებმა მისი დახმარება შეძლონ.

მძიმე დანაშაულში ბრალდებული ლევან გადელიაა. უმ­ძი­მე­სი შემ­თხვე­ვა ზა­ფხულ­ში მოხ­და. 45 წლის ლე­ვან გა­დე­ლი­ამ არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა ჩა­ქუ­ჩით, და­ნი­თა და სახ­რახ­ნი­სით სცა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გა­დე­ლი­ას­თვის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი.

პირველი კადრები ქმრის მიერ დაჭრილი ქალის საქმიდან – “ტვ პირველმა” გურანდა აბულაშვილის საქმის მასალები მოიპოვა


აგრეთვე იხილეთ: