რეგისტრაცია

ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა - "ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი... ამბობენ, ქმარმა.."

09 Jan 2024, 17:06

თბი­ლის­ში ფე­მი­ცი­დის მო­რი­გი ფაქ­ტი მოხ­და. ვარ­კე­თილ­ში ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. კაც­მა მე­უღ­ლეს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. სას­ტი­კად ნა­ცე­მი და დაჭ­რი­ლი ქალი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვა­დაც მი­ი­ყე­ნა. ის ახლა კლი­ნი­კა­შია, მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 27 წე­ლის ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძეა.

რო­გორც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, ედი­ბე­რი­ძეს 4 თვის შვი­ლი დარ­ჩა.

"Ძალი­ან კარ­გი გოგო იყო ქეთი... ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით. რო­გორც ვიცი, დიდ­ხანს უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, რა მოხ­და მათ შო­რის არ ვიცი. 3-4 წე­ლია, ცოლ-ქმა­რი არი­ან. თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. 4 თვის შვი­ლი დარ­ჩათ. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს" - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ქმრის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლია.

რო­გორც ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა ცოლს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ა­ყე­ნა. შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და მათი 4 თვის ბავ­შვი და ასე­ვე, კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის მა­მაც.

"დიდი ხა­ნია, აქ ცხოვ­რო­ბენ. ცოლი, ქმა­რი, 4 თვის შვი­ლი და ბი­ჭის მამა ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად. ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, ეს მე­ო­რე ცო­ლია, ორ­სუ­ლი როცა იყო, ეზო­ში ერ­თად სე­ირ­ნობ­დნენ ხოლ­მე. ერთი ორი წელი იქ­ნე­ბა, რაც ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა. ამ დროს სო­ფელ­ში, თუ არ ვცდე­ბი, დმა­ნი­სის რა­ი­ონ­ში იყ­ვნენ და რო­გორც გა­ვი­გე, გუ­შინ სა­ღა­მოს ჩა­მო­ვიდ­ნენ, ბავ­შვი აც­რა­ზე უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, ამი­ტომ ჩა­მო­სუ­ლან. ეს ბიჭი ჩვენ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და, აქამ­დე ცუდი არას­დროს გაგ­ვი­გია. მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, გოგ­ლამ ცოლი მოკ­ლაო. ზოგი ამ­ბობს, ნას­ვა­მი არ იყოო, შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში მამა ყო­ფი­ლა, ეძი­ნა და არა­ფე­რი გა­უ­გი­აო, გამ­თე­ნი­ას მომ­ხდა­რა. მე­ზობ­ლებ­მა თქვეს, და­ნით დაჭ­რა მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შიო, ბავ­შვიც სახ­ლში იყოო“,- აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 19-109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აგრეთვე იხილეთ: