ტყეში იპოვეს გარდაცვლილი ჯარისკაცი - გორში საშინელი ტრაგედია დატრიალდა

მთავარი არხი იტყობინება, რომ გორის რაიონ სოფელ ახალშენში მინდორში გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ - მთავარ არხთან საუბრისას უწყება გარდაცვლილი ჯარისკაცის ფაქტს არ უარყოფს.
როგორც ირკვევა, შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.