რეგისტრაცია

,,მილიონჯერ გავიმეორებ, რომ გალაკტიონი არის ძალიან ცუდი პოეტი..."- ლაშა მაზანაშვილი

16 Jan 2024, 14:03

“მილიონჯერ გავიმეორებ, რომ გალაკტიონი არის ძალიან ცუდი პოეტი…” – ახალგაზრდა პოეტის ინტრიგა

ახალგაზრდა პოეტი, ლაშა მაზანაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს, ამჯერად გალაკტიონ ტაბიძის კრიტიკით ცდილობს ყურადღების მიქცევას. მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღნიშნავს: 

“ჩემი აზრი გალაკტიონთან დაკავშირებით ბევრს გაინტერესებდათ და კიდევ მილიონჯერ გავიმეორებ, გალაკტიონი არის ძალიან ცუდი პოეტი. 

ვერ ვხვდები, რატომ მოგწონთ, რატომ თვლით, რომ აქვს კარგი ლექსები. ვთვლი, რომ არამედ კარგი, არამედ საშუალო, არამედ ძალიან ცუდი პოეტია ჩემთვის და არც აქვს რამე კარგი ლექსი, მით უმეტეს, შედევრი.

უბრალოდ, ვერ ვხვდები და იქნებ, ვინმემ გამაგებინოთ, რატომ მოგწონთ გალაკტიონის ლექსები, არგუმენტი გამაგებინეთ, მეტი არაფერი”.

 

“პრაიმტაიმი” ლაშა მაზანაშვილს დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაარკვია, რატომ ჩაწერა ეს ვიდეო.

 

– ლაშა, პიარის გამო ჩაწერეთ ეს ვიდეო?

 

– პიარისთვის უკეთესი რაღაცეები გამიკეთებია. ეს გათვლა არ მქონია. ეს ვიდეო იმისთვის ჩავწერე, რომ საქართველოში აზრის გამოხატვის უფლება არ გვაქვს.

 

ისეთი რაღაცის არ მოწონება რაც უმრავლესობას მოსწონს, საქართველოში არ შეიძლება. რომელიმე მომღერალზე თუ ვიტყოდი არ მომწონს-მეთქი, ასეთი გამოხმაურება არ ექნებოდა.

მე ხმამაღლა ვიტყვი, რომ გალაქტიონ ტაბიძე გენიალური პოეტია.

 

გემოვნების საკითხია, ზოგს ილია მოეწონება, ზოგს გალაქტიონი. გალაქტიონ ტაბიძეს ბავშვობიდან ვკითხულობ, ძალიან მომწონს. ზეპირად ვიცი მისი ლექსები.

 

მე კორექტულად ვთქვი ვიდეოში, რომ მე გალაქტიონის შემოქმედება არ მომწონს, ცუდი პოეტია ჩემთვის და როგორც კი ვიდეო დავდე ასი ათასობით ნახვა ჰქონდა. 98 პროცენტი მლანძღავდა და მთხოვდა, მოგეწონოს ის, რაც მოგვწონს ჩვენო.

 

– რომელი ლექსები გიყვარს გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან?

 

– „მესაფლავე“, „მთაწმინდის მთვარე“ და „მე და ღამე“.

 

– თქვენს შესახებ გვიამბეთ…

 

– 21 წლის პოეტი ვარ, ბავშვობიდან ვწერ ლექსებს. ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე. პირველი ლექსი სიყვარულზე დავწერე. მე მგონია მოსახლეობის უმეტესობა ისე აკრიტიკებს ჩემს ლექსებს, წაკითხულიც არ აქვს. მოდაშია ლაშა მაზანაშვილის კრიტიკა.

 

მოვითხოვ გალაქტიონ ტაბიძის დიდმა გულშემატკივრებმა, იმ შეურაცხყოფის გამო, რაც კომენტარებში დაწერეს, აქეთ მომიხადონ ბოდიში.

აგრეთვე იხილეთ: