რეგისტრაცია

თვალის პრობლემა ფრანგმა ქალბატონმა მომიგვარა, ყველაფერი მან დააფინანსა... რაც შეეხება საქმიანობას, კარგა ხანს ვეძებდი სამსახურს" - თედო ბექაური შეცვლილ ცხოვრებასა და როლებზე

16 Jan 2024, 14:28

9 წლის იყო თედო ბე­ქა­უ­რი, რო­დე­საც გაღ­მა ნა­პირ­ში გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლით, მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და.... დღეს თე­დოს ცხოვ­რე­ბა არაფ­რით ჰყავს მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ, „გაღ­მა ნა­პირ­ზე" მცხოვ­რე­ბი ბი­ჭი­სას. ის უკვე თა­ვად მა­მაა და ახლა მისი მთა­ვა­რი ფიქ­რი და საზ­რუ­ნა­ვი 2 წლის დე­მეტ­რეს მო­მა­ვა­ლია (რო­მე­ლიც მა­მის ორე­უ­ლია).

ვინ იცის, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბო­და თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­ბე­თე­ლი ბი­ჭის ცხოვ­რე­ბა, რომ არა ერთი შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რა ფილ­მის რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­თან. რო­გორც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს თედო ბე­ქა­უ­რი, ამ შეხ­ვედ­რამ მისი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია. ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბის შე­დე­გია. ერთ დღეს, თბი­ლის­ში, თვა­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა დე­დამ, სა­დაც სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი გი­ორ­გი ოვაშ­ვილს, რო­მელ­საც შვი­ლე­ბი ჰყავ­და ექიმ­თან ვი­ზიტ­ზე მოყ­ვა­ნი­ლი. ამ შეხ­ვედ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლა. ვი­ზი­ტის მო­ლო­დინ­ში ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ქალ-ვაჟ­მა მი­ი­პყრო ჩემი ყუ­რა­დღე­ბა, ცელ­ქობ­დნენ. ბიჭს ხელ­ში რა­ღაც სა­თა­მა­შო ეჭი­რა, თა­მა­შობ­და, უცებ გო­გომ გა­მოს­ტა­ცა და თავ­ში ჩა­არ­ტყა. ამა­ზე გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. თურ­მე სწო­რედ ამ სი­ცი­ლით მი­ვიქ­ციე რე­ჟი­სო­რის ყუ­რა­დღე­ბა. მო­ვი­და, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. მერე დე­და­ჩემს გა­ე­სა­უბ­რა და გა­და­წყვი­ტეს, სინ­ჯებ­ზე მი­ვეყ­ვა­ნე. კას­ტინ­გმა რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

აგრეთვე იხილეთ: