რეგისტრაცია

თუ სახლში ბარაქის ხეს ზრდით, ძალიან გაგიმართლათ. 11 პრობლემა, რომელსაც ამ მცენარით ვებრძვი

16 Jan 2024, 22:20

ბარაქის ხე – საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული ოთახის მცენარე, რომელსაც ძალიან ბევრ ოჯახში შეხვდებით. იცოდით, რომ ის არა მხოლოდ დეკორაციის ულამაზესი ელემენტი, არამედ უზარმაზარი სამკურნალო პოტენციალით გამორჩეული მცენარეა? ბარაქის, იგივე ფულის ხის სამკურნალო თვისებების შესახებ დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ.

ეს მცენარე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაშიც, რაც მისი ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებების დამსახურებაა. აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ დიდი სიფრთხილე, თუ მის შინაგანდ მიღებას გადაწყვეტთ, რადგან ბარაქის ხის ფოთლებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება და გონების დაკარგვა. მოცემული მცენარე შეიცავს მცირე რაოდნეობით დარიშხანსაც, რის გამოც მის მიღებამდე აუცილებლად უნდა აიღოთ ნებართვა ოჯახის ექიმისგან!

ბარაქის ხის გამოყენება

1. ჭრილობები

ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფა ბარაქის ხის რამდენიმე ფოთლისგან. აიღეთ მარლა, გადაკეცეთ რამდენიმე ფენად, მოათავსეთ ზედ მომზადებული მასა და დაიფინეთ პრობლემურ მონაკვეთზე. დაიტოვეთ კომპრესი 4 საათით და შემდეგ გამოიცვალეთ. ასე ჭრილობებისა და წყლულების შეხორცების პროცესს რამდენჯერმე დააჩქარებთ.

2. ჰერპესი

რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით კარგად გამოწურეთ წვენი ბარაქის ხის ფოთლებისგან, ჩაალბეთ მასში ბამბის დისკი და კარგად დაიმუშავეთ კანის ის მონაკვეთი, რომელზეც ჰერპესული გამონაყარი გაქვთ. ბამბა შეგიძლიათ დაიმაგროთ ზემოდან პლასტირის გამოყენებით და დაიტოვოთ ერთი საათით, რათა დააჩქაროთ მკურნალობის პროცესი.

3. ანგინა

გამოწურეთ წვენი ბარაქის ხის დაახლოებით 10 ფოთლისგან და დაუმატეთ ის ნახევარ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს. გამოივლეთ ასეთი ხსნარი დღეში საშუალოდ 5-ჯერ, რათა ანგინას მალევე გაუმკლავდეთ. შეეცადეთ, არ გადაყლაპოთ სითხე.

აგრეთვე იხილეთ: