რეგისტრაცია

“ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში…” – რას წერს ნატა ფერაძე სამებაზე

18 Jan 2024, 13:25

აქტივისტმა ნატა ფერაძემ ინტერნეტ გამოცემა Sova.news-ს ინტერვიუ მისცა.

კითხვაზე – როდესაც ქვეყნის მთავარ ტაძარში მივიდა და სტალინის გამოსახულებით ხატს საღებავი შეასხა, ალბათ ესმოდა, რომ ხდებოდა რადიკალური ჯგუფების სამიზნე, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაფიქრდა თუ არა რისკებზე? – ფერაძემ ასე უპასუხა:

„ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მთავარი ტაძარი, რადგან ის აშენებულია აბსოლუტურად კორუმპირებულად, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული თბილისის განაშენიანება, ის დომინირებს ისტორიულ თბილისზე. ეს არის კორუფციის მთავარი ტაძარი საქართველოში, ასე ვიტყოდი. როდესაც ახალ სახლს ვყიდულობდი, ჩემი კრიტერიუმი იყო, რომ ჩემი ფანჯრიდან ის არ უნდა ჩანდეს, რადგან ის მე შეურაცხმყოფს“.

შეგახსენებთ, იანვრის დასაწყისში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამებაში განთავსებული იყო წმ. მატრონას ხატი, რომელზეც საბჭოთა ბელადი, იოსებ სტალინიც, იყო გამოსახული.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ამის შემდეგ აქტივისტმა ნატა ფე­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ ხატს სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხეს. „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს.

ამას მოჰყვა საქართველოს საპატრიარქოს საგანგებო განცხადება ხატთან დაკავშირებით.

აგრეთვე იხილეთ: