რეგისტრაცია

"მეგობრებო, მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ!" - სოფო ნიჟარაძე მიმართვას ავრცელებს

19 Jan 2024, 13:17

"მეგობრებო, მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ!" - სოფო ნიჟარაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი სოფო ნიჟარაძე მიმართვას ავრცელებს. მომღერალი საზოგადოებას განუმარტავს, რომ მისი სახელით ვრცელდება ყალბი გათამაშება, სადაც ფულის ჩარიცხვას ითხოვენ. სოფო ნიჟარაძე მოუწოდებს საზოგადოებას, არ გაებნენ მახეში და არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს გათამაშებაში.

"მეგობრებო!!!! მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ, არ ენდოთ ფეიქ გვერდებს გათამაშებასთან დაკავშირებით, ჩემი გვერდი არაფერს არ ათამაშებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არასდროს არ ყოფილა გათამაშება, ეს იყო ტყუილი. რამდენი ვბლოკავთ გვერდს, ახალი იხსნება, რასაც მე ყოველ ჯერზე ვერ გავაკონტროლებ!!!! არასდროს არ გამითამაშებია ფული! არასდროს! არასდროს! არ მისცეთ არავის პირადი მონაცემები. ნუ ტყუვდებით, კიდევ ერთხელ გთხოვთ!" - წერს მომღერალი.

აგრეთვე იხილეთ: