ეს რა ხდება ღმერთო‼️ ნუცუბიძის პლატოზე ხანძარია | მაშველები ბინიდან მოქალაქის გამოყვანას ცდილობენ
ხანძარია თბილისში - ნუცუბიძის მეორე პლატოზ, ჟღენტის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. იწვის კორპუსის ბოლო 2 სართული.
თვითმხილველების ცნობით, "ერთი ბიჭია აივანზე დ ეხლა ავიდნენ მაშველები, ჯერ ვერ გამოდის".
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვარკვევთ.