მოემზადეთ‼️როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.