სასწრაფოდ‼️ ნახეთ რას ამბობს 17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა. მოზარდმა ცოტა ხნის წინ იმშობიარა‼️

17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.
ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, მათ შორის, არ აკონკრეტებს, თუ რის საფუძველზე მოხდა მამაკაცის მძიმე ბრალდებით დაკავება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაპატიეთ. სასამართლო პროცესი გუშინ ჩატარდა“, – აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მოზარდს ოჯახში პრობლემები, უფლებადამცველი პასუხობს, რომ ეს „ამ ეტაპზე, მისთვის ცნობილი არ არის“.
რაც შეეხება ექსპერტიზას, მოითხოვს თუ არა მის ჩატარებას უფლებადამცველი ბრალდებული მამისთვის, ადვოკატს ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს.
„არაფრის განსაზღვრა არ ხდება ერთ და ორ საათში, მტკიცებულებებს შევაჯამებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა მოვითხოვოთ. ჯერ არ მომითხოვია“, – აცხადებს ადვოკატი.