რეგისტრაცია

"დედას ერთი შვილი არ აკმარა ამ უბედურმა წუთისოფელმა, ახლა მეორეც…"- უმძიმესი ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

05 Feb 2024, 22:59

დღეს ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მდინარე წყალწითელას ხიდიდან გადავარდა.

“სფეისნიუსისთვის” ცნობილი გახდა ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა. დაღუპულია 19  წლის გიორგი სოფრომაძე.

"ეს რა საშინელება მოხდა, გაუგონარი ტრაგედია.. დედას ერთი შვილი არ აკმარა ამ უბედურმა წუთისოფელმა, ახლა მეორეც…",-აცხადებს ოჯახის ახლობელი.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპული გიორგის ძმა, რამდენიმე წლის წინ, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა…

აგრეთვე იხილეთ: