რეგისტრაცია

სასწრაფოდ‼️ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინების მიღების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა – რა ვითარებაა ახლა ადგილზე

06 Feb 2024, 13:08

ცრუ განგაში იყო ცოტა ხნის წინ თბილისში, პოლიტკოვსკაიას 39 ნომერში მდებარე კერძო სკოლაში. დილით აქ ევაკუაცია გამოცხადდა, რადგან, გავრცელებული ცნობით, შევიდა ინფორმაცია ნაღმის არსებობის შესახებ.

სასწავლო პროცესი შეწყდა. კინოლოგებმა და გამნაღმველების ჯგუფმა შენობა შეამოწმა. ინფორმაცია არ დადასტურდა.

„მე-3 გაკვეთილი იყო, როდესაც შემოვიდა შეტყობინება. როგორც კი შემოვიდა შეტყობინება, იმ წუთში დაიწყო ევაკუაცია. პოლიციაც მალე მოვიდა, ახლა შიგნით არიან,“ – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.


აგრეთვე იხილეთ: