რეგისტრაცია

როდესაც ჩვენი ორგანიზმი ვიტამინ B12-ის დეფიციტს განიცდის, ის ამ ნიშნებს გვიგზავნის

06 Feb 2024, 15:07

 

ხშირად განიცდით ჩხვლეტის შეგრძნებას ხელებსა და ფეხებში? ვიტამინ B12-ის დეფიციტი აზიანებს ნერვების თავდაცვით გარსს, რის შედეგადაც თავი შეიძლება იჩინოს ამ უსიამოვნო პრობლემამ.

გარდა კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნებისა, არსებობს კიდევ რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ამ ვიტამინის უკმარისობაზე მიგვანიშნებს.

ეს სიმპტომებია:

1. გცივათ მუდმივად

ვიტამინ B12-ის უკმარისობისას ჩვენს სხეულში მცირდება სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავება, რომლებიც ჟანგბადის ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი. ყოველივე ამის შედეგად, ჩვენ მუდმივად გვაწუხებს სიცივის შეგრძნება. პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს კიდურების ხშირი კრუნჩხვები (კანკალი).

2. გონების დაბინდვა

ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის დეფიციტი საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს დეპრესიასა და სტრესს, გონების დაბინდვასა და მეხსიერების დაქვეითებას. ამ დროს ხშირია კოორიდნაციის უნარის დარღვევაც.

სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია დანამატებით – ისინი უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ კვების რაციონს გაამდიდრებთ ამ ვიტამინის შემცვალი პროდუქტებით.

3. გულისცემის გახშირება

აგრეთვე იხილეთ: