დაბადების დღეს გილოცავ, დედოფალო" - სოფო ნიჟარაძე 38 წლის გახდა: მომღერლის წარმატებული კარიერა, ხმაურიანი ცხოვრება და ოჯახი

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.