რეგისტრაცია

წინასწარმეტყველები ამბობენ, ადამიანი რა რიცხვშიც იბადება, მთელი ცხოვრება ისეთი იქნებაო, შენ რომელ რიცხვში დაიბადე? ციფრი ჯერ დაწერე და შემდეგ ნახე პასუხი

08 Feb 2024, 01:39

1 – ეს შემოქმედებითი, კრეატიული, ორიგინალური და ძალზე დამოუკიდებელი ადამიანების ნიშანია. საკმაოდ ამბიციურები არიან და საოცნებო მიზნის მისაღწევად მზად არიან გარისკონ.
2 – ისინი ნებისმიერ თხოვნას არ დატოვებენ უყურადღებოდ. მშვენიერი პარტნიორები არიან ბიზნესისთვის. კარგი კოლეგები, მეგობრები და ცხოვრების მეგზურები არიან. 2-იანი მხატვრებისა და რომანტიკოსების საკრალური რიცხვია.
3 – ამ რიცხვში იბადებიან შეუპოვარი ოპტიმისტები, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები და ისიამოვნონ ცხოვრებით. მათ გააჩნიათ ინტუიცია და იუმორის შესანიშნავი გრძნობა.
4 – ისინი პასუხისმგებელი, სერიოზული და საიმედო პიროვნებები არიან. მათ გააჩნიათ ბრწყინვალე საქმიანი რეპუტაცია. საკუთარი შრომით შეუძლიათ დააგროვონ სოლიდური ქონება.
5 – ძალიან კომუნიკაბელურები, ცნობისმოყვარულები და უნივერსალური ადამიანები არიან. ხშირად ეს გენიოსების ციფრული ნიშანია. მათ იზიდავთ ყველაფერი იდუმალი, უცნაური და უცნობი.
6 – ეს სიყვარულისა და ურთიერთგაგების, პატიოსნებისა და ერთგულების, ოჯახისა და მეგობრობის ნიშანია. მათში ძლიერად არის განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. საკმაოდ ჯიუტები არიან.
7 – სიბრძნისა და გონების ნიშანია. ეს ადამიანები მზად არიან ყოველთვის ისწავლონ რაიმე ახალი და დაუკავშირონ საკუთარი ცხოვრება ინტელექტუალურ მოღვაწეობას. უყვართ განმარტოება.
8 – ნუმეროლოგიაში ეს ძალაუფლების, მფარველობისა და მმართველობის სიმბოლოა. ეს ადამიანები ხშირად პოულობენ საკუთარ მოწოდებას პოლიტიკაში და კომფორტულად გრძნობენ თავს. ასევე ეგოცენტრულები არიან და უყვართ როცა მათ აქებენ.
9 – ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური ნიშანია. თავგანწირული მეგობრები, რომანტიკული ცხოვრების მეგზურები, დაინტერესებული საქმიანი პარტნიორები არიან. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა – ხელგაშლილობა.
10 – ეს ადამიანები პირდაპირ მოქმედებენ, ერიდებიან რთულ გზებს, ყოველთვის ირჩევენ აშკარა და უტყუარ გზას. ისინი დიდი გულის პატრონები და პოპულარულები არიან მეგობრებს შორის.

აგრეთვე იხილეთ: