რეგისტრაცია

ცრემლები მახრჩობს, შენ იყავი, ხარ და ყოველთვის იქნები ჩემთვის ერთგული რაინდი” - ია ნინიძე სოსო ჯაჭვლიანზე

09 Feb 2024, 00:20

ია ნინიძე სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული  ემოციური ტექსტით ეხმაურება:

„ჩემი სოსო, რა უნდა დავწერო, როგორი მეგობრობა და ძმობა გვაკავშირებდა. შენ იყავი, ხარ და ყოველთვის იქნები ჩემთვის ერთგული რაინდი. ცრემლები მახრჩობს.

სოსო ჯაჭვლიანს ყველა იცნობს ფილმიდან „ნატვრის ხე”, რეჟისორმა აბულაძემ მისთვის გენიალურად შექმნა გედიას როლი. შეუძლებელია სიტყვებით აღწერო ის მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებდა. ის იყო გულწრფელი ქართველი და შვილი საკუთარი ხალხის. ვილოცებ მისი სულისთვის”, – წერს ია ნინიძე. სოსო ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს დაიბადა. 1991 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

სოსო ჯაჭვლიანი იყო სხვადასხვა ფილმის დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ ფილმში.

მის მიერ განსახიერებული პერსონაჟებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია „გედია“, ფილმიდან „ნატვრის ხე“.

აგრეთვე იხილეთ: