რეგისტრაცია

“მიწა იწვის, ყველგან სისხლია… გადაწვავენ და გაანადგურებენ ყველაფერს, რაც კი გზად შეხვდებათ…” – რას წერს და რა ბედი ელის საქართველოს ლელა კაკულიას წინასწარმეტყველების მიხედვით (ვიდეო)

14 Feb 2024, 19:06

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საზოგადოებას მის ახალ წინასწარმეტყველებას უზიარებს:

“გლობალურ პოლიტიკაში მიდის ისეთი კოლოსალური თამაში, როგორიც ისტორიას არ ახსოვს — მსგავსი რამ მანამდე დედამიწაზე არ მომხდარა.თამაშობს ამერიკაც, დიდი ბრიტანეთიც და დანარჩენი ევროპაც. ყველა სახელმწიფოს სურს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ძლიერი პოზიცია დაიკავოს. მაგრამ წამყვან სახელმწიფოდ, ლიდერად, მაინც შეერთებული შტატები რჩება.

მუსლიმთა გაერთიანების საფრთხე დასავლეთს უკვე ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მსოფლიოს დომინანტები ისინი გახდნენ, მათ უკარნახონ დანარჩენ მსოფლიოს დღის წესრიგი.

სხვათა შორის, თამაშობს გაეროც, რომელიც რეზულიციას იღებს და ათასგვარ განცხადებას აკეთებს, თითქოს თითს უქნევს ისრაელს. სინამდვილეში ყველანი წინასწარ არიან შეთანხმებული, ვინ რომელ ხმას იტყვის საერთო პოლიტიკურ სიმღერაში.ყველა ის განცხადება, რომელიც თითქოს ისრაელის „დაუნდობელ ქმედებებს გმობს“ ღაზაში, კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მუსლიმების დასანახად, იმისთვის, რომ შეაჩერონ ისინი და მათი გაერთიანება არ დაუშვან.

მაგრამ მუსლიმური სახელმწიფოები მაინც გაერთიანდებიან და მოხდება ის, რასაც მრავალი წელია, ვწინასწარმეტყველებ: მუსლიმები გაერთიანდებიან და ომს უცხადებენ მსოფლიოს!!!

უსლიმთა გაერთიანების გული და ძლიერი ბაზა — ეს ირანია; დაიძაბება სექტემბერი და ოქტომბერი, ოღონდ არა საქართველოსათვის, არამედ მთელი ქრისტიანული ქვეყნებისათვის; რომ ჩემი საქართველო ჩაკეტილია — ღვთის დაცვით რკალს ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ გაარღვევს და ეს იქნება უდიდესი სასწაული!!!

ვხედავ გადამწვარ მინდვრებს. მიწა იწვის, ყველგან სისხლია. მუსლიმთა დაუნდობელ ქმედებას არ აქვს საზღვარი. ადამიანი შეძრწუნდება. მე თვითონაც ძალიან მიჭირს ამის ყურება. გადაწვავენ და გაანადგურებენ ყველაფერს, რაც კი გზად შეხვდებათ – მარტო ქრისტიანული კულტურის ძეგლებს კი არა, არამედ ყველასა და ყველაფერს. საქართველოს ირგვლივ კი ყველაფერი იწმინდება და მშვიდდება. უზარმაზარი ენერგიები იცავს საქართველოს. რასაც ახლა ვწინასწარმეტყველებ, ასრულდება და ყველა მიხვდებით, თუ რა ძვირფასი ინფორმაცია მივაწოდე ხალხს“. მაგრამ, საბოლოო ჯამში, იქით მუსლიმური სახელმწიფოები დამარცხდებიან, აქეთ რუსეთი წააგებს უკრაინასთან ომში,” – ნათქვამია ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში.

აგრეთვე იხილეთ: