რეგისტრაცია

”დედა, იცი, შენთან დაძინება მომენატრა, სიხარულით ჩახუტება”– ბაღდათში დაღუპული 3 და–ძმის ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიმპყრო

15 Feb 2024, 00:27

ბაღდათში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი რობაქიძეების ოჯახის წევრების დედა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“რატო ღმერთო რატოოოო …რატო მომასწარი ამ დღეს….არ შემიძლია მეწვის ყველაფერი”– წერს გარდაცვლილი ბავშვების დედა.

გარდაცვლილების დედა პოსტს თან ვიდეოს ურთავს, სადაც მოზარდები დედას ლექსს უძღვიან.

“დედა, შენთან დაძინება მომენატრა, შენი მონაყოლი არაკები…  დედა,იცი სახლში მისვლამენატრება,კარი შენი ხელით გაღებული,მერე სიხარულით ჩახუტება….”–ამბობს ტრაგედიის დროს გარდაცვლილი და–ძმა.

7 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, მეწყერი ჩამოწვა, რამაც 4 სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები მამა, უფროსი ვაჟი და ტყუპი დები.

 

აგრეთვე იხილეთ: