რეგისტრაცია

ვიდეო: „სალომე შენს ნიჭს საზღვარი არ აქვს! ბრწყინვალე მოცეკვავე ხარ“ – სალომე ჭაჭუა ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენაზე გასაოცარი ნომრით წარდგა

17 Feb 2024, 23:16

 

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, რომელიც ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას, პროექტის ერთ-ერთი ტურიდან გასაოცარ ნომერს გვიზიარებს, რომელიც მომღერალ შინეიდ ო’კონორის ცნობილ სიმღერაზე Nothing Compares შეასრულა.

„სენსაციური იდეა და ქორეოგრაფია! ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ საოცარი შოუს ნაწილი 💫“, – წერს სალომე ჭაჭუა.

სოციალური ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც სალომე თავის მეწყვილესთან და სხვა მოცეკვავეებთან ერთად შეუდარებლად ცეკვავს, დიდი მოწონება დაიმსახურა.

„განსაკუთრებული ნომერი იყო! 100-ჯერ ვუყურე. ბრწყინვალე მოცეკვავე ხარ 🔥❤“, „სუნთქვისშემკვრელია WOW ✨“, „უბრალოდ წარმოუდგენელია 😍 შენ დედოფალი ხარ ❤“, „სალომე შენს ნიჭს საზღვარი არ აქვს! ❤“, – წერენ სოციალურ ქსელში.

აგრეთვე იხილეთ: