რეგისტრაცია

"მე და ჩემი მეგობრები ვიგერიებდით 3 აგრესიულ თინეიჯერს... დანა გაგვიშალეს, ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს" - ეს შემზარავი ამბავი საქართველოში ხდება

25 Feb 2024, 16:52

 

"მე და ჩემი მეგობრები ვიგერიებდით 3 აგრესიულ თინეიჯერს... დანა გაგვიშალეს, ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქემ, Facebook-მომხმარებელმა, Luna Waits დაწერა

ცოტა ხნის წინ მომაცილა სახლში პოლიციის ეკიპაჟმა.

კარგად ვარ, იმის გათვალისწინებით რომ მე და ჩემი მეგობრები რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიგერიებდით 3 აგრესიულ თინეიჯერს და ამ უკანასკნელებმა, დანა გაგვიშალეს, მე ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს. 

სანამ ოქმს ვავსებდით, კიდევ ერთი ზარი შემოვიდა იმავე მოზარდებზე, ორი ქალი სცემეს ავტობუსში. მაგრამ კანონით ვერავინ ვერაფერს მოსთხოვს. პოლიციის მანქანით სეირნობენ ცოტას და მერე აგრძელებენ ქურდობას/ ძალადობას/ ტერორს. 

გამომძიებელი მიყვებოდა, პოლიციელები დაკბინეს და სახეში აფურთხეს მოსამართლეს, სოც მუშაკი სცემეს და მანქანა დაგვილეწეს, მაგრამ საბოლოოდ, 150 ლარიან ჯარიმას უწერენ და არც მაგას იხდიან, რადგან შემოსავალი არ უფიქსირდებათო. მთელი ის ნაძარცვი მშობლების ან სხვა სანდო პირების ანგარიშებზე აქვთ და ვერც წარმოიდგენთ, რამდენია. 

მე ამ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა და ყველაფერს გავაკეთებ რომ რაც შეიძლება მალე წავიდე. 

ბოლო წვეთი იყო, - დაწერა Facebook-მომხმარებელმა Luna Waits. 

აგრეთვე იხილეთ: