რეგისტრაცია

იტალიაში 49 წლის ქართველი დაიღუპა! – საღამოს ორ ადამიანს შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რასაც ტრაგიკული დასასრული მოჰყვა – დეტალები

05 Mar 2024, 21:48

 

იტალიაში 49 წლის საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, მამაკაცი გუშინ, ქალაქის ერთ-ერთი ადგილის გავლით ავტობუსის ტერმინალის გვერდით, შემოვლით გზაზე დაიღუპა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ საღამოს 19 საათზე ორ პირს შორის დაიწყო ფიზიკურ დაპირისპირება, რის შედეგადაც ერთ-ერთი ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

კონფლიქტის წარმოშობისა და მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

აგრეთვე იხილეთ: